დონალდ ტრამპი კანადაში „მარტო სახლში 2-დან“ ამოჭრეს

კანადურმა ტელეკომპანიამ, „სიბისიმ“, ფილმიდან „მარტო სახლში 2“ ის ეპიზოდი ამოჭრა, რომელშიც დონალდ ტრამპი ჩნდება. ტრამპმა ამასთან დაკაშირებით თქვა, რომ „ფილმი არასდროს იქნება იგივე“.

ტრამპმა ასევე ხუმრობით თქვა, რომ ეპიზოდის წაშლა კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან გართულებულ ურთიერთობას უკავშირდება.

„ფილმი არასდროს იქნება იგივე! უბრალოდ ვხუმრობ. ვფიქრობ, ჯასტინ ტრუდოს ძალიან არ მოსწონს, რომ ვაიძულებ, გადაიხადოს ნატო-სთვის და ვაჭრობისთვის“, – დაწერა სოციალურ ქსელში ტრამპმა.