იაპონია ახლო აღმოსავლეთისკენ სამხედრო გემს, ბომბდამშენსა და საპატრულო თვითმფრინავებს უშვებს

რეგიონში ქვეყნის გემების დასაცავად, იაპონია სამხედრო გემს, ბომბდამშენსა და საპატრულო თვითმფრინავებს ახლო აღმოსავლეთისკენ გზავნის.

ამ მისიაში მონაწილეობას 206 სამხედრო მიიღებს. განაცხადეს, რომ საჭიროების შემთხვევაში ყველა დანადგარს გამოიყენებენ.

ცნობისთვის, იაპონია ქვეყნის მთლიანი ნავთობის 90%-ს რეგიონიდან იღებს. ამასთანავე, მაისსა და ივნისში სავაჭრო გემებზე არაერთხელ განხორციელდა თავდასხმა.