პაატა იმნაძე – არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არ არის

გრიპის ვირუსთან დაკავშირებით საქართველოში ამ ეტაპზე ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, – ამის შესახებ მეცნიერების დარგში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

“გასულ წელს იმავე პერიოდში იყო 220 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე, ხოლო პიკზე იყო 280 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე. შედარებისთვის, რუსეთში ეპიდემიურ ზღვარად ითვლება 700-მდე შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე ანუ არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არაა. მაგრამ ვინც ავადაა, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა არის თუ არა ეპიდემია. ძირითადად ბავშვები ავადდებიან გრიპით, მცირეწლოვანი ბავშვები და ჰოსპიტალიზაციაც მათ უხდებათ. დიდების საავადმყოფოში არ არის ასეთი გადატვირთულობა, როგორიცაა ბავშვთა საავადმყოფოებში. ეს არის ზამთრისთვის და ამ პერიოდისთვის ჩვეულებრივი მოვლენა და ჩვენთვის დღეს არ ითვლება ეს ეპიდემიად”, – განაცხადა იმნაძემ.