“ტრაკიანი”მინისტრის პასუხი ინკასო დადებულ ტელეკომპანიებს

ფინანსთა სამინისტროში “კავკასიის” და “ტვ პირველის” ხელმძღვანელებთან შეხვედრა დასრულდა.

უწყებაში დაგეგმილ შეხვედრაზე სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” მენეჯმენტი არ მიუწვევიათ. ფინანსთა სამინისტრომ 3 ტელეკომპანიას – “რუსთავი 2-ს”, “კავკასიას” და “ტვ პირველს” ინკასო ოთხშაბათს დაადო.

ნინო ჯანგირაშვილის ინფორმაციით, ხელისუფლება 10-წლიან გრაფიკზე ელაპარაკება იმ ტელეკომპანიებს, რომლებსაც 55 მილიონიანი დავალიანება აქვთ, მაშინ როდესაც სხვა ტელევიზიებს მიმდინარე გადასახადის გამო ინკასოს ადებს, რაც მისი განცხადებით, უსამართლობაა.

ინგა გრიგოლიამ მოლაპარაკება პროტესტის ნიშნად დატოვა. “ტვ პირველის” გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ფინანსთა მინისტრს მის შეკითხვებზე პასუხი არ ჰქონდა, რატომ ჩააყენა კომპანიები უსამართლო და არათანაბარ პირობებში.

ტვ პირველის გენერალურმა დირექტორმა, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ თქვა, რომ მედიამენეჯერებთან შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა თავის წინამორბედ მინისტრებს უტრაკოები უწოდა.

“შეხვედრა რომ დავტოვე, მერე გავიგე. გაინტერესებთ, ვანო მაჭავარიანი რა სიტყვებს ეუბნებოდა მედიამენეჯერებს? წინამორბედებზე მან თქვა, ისინი იყვნენ უტრაკოებიო, გაიმეორა სამჯერ”, – თქვა გრიგოლიამ და მაყურებელს ბოდიში მოუხადა.

ჟურნალისტის თქმით, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მან მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.