რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია თეოდორე მეორსთან კავშირს წყვეტს

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ალექსანდრიის ეკლესიის პატრიარქ თეოდორე მეორსთან კავშირს წყვეტს.

ეს გადაწყვეტილება რუსეთის წმინდა სინოდის კრებაზე მიიღეს. რუსეთის ეკლესია თეოდორე მეორეს ლოცვებში აღარ მოიხსენიებს, ხოლო აფრიკაში რუსეთის ეკლესიის მრევლი რუსეთის პატრიარქს დაექვემდებარება.

ცნობისთვის ალექსანდრიის მართლმადიდებლი ეკლესიის მეთაურმა უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია აღიარა.