დღეიდან 28 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში ძლიერად იწვიმებს

დღეს საღამოდან 28 დეკემბრის დილამდე საქართველოს დაბლობში წვიმაა მოსალოდნელი. ამ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„28 და 29 დეკემბერს, ღამის საათებში მაღალმთიან ზონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.