ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის ინიციატივით სამუშაო ჯგუფი იქმნება

საქართველოსი შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად მუდმივ და კოორდინირებულ კავშირში იქნება საზოგადოებასთან, სახელმწიფო ინსტიტუციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეს პროექტი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის ინიციატივით დამტკიცდა.
„სამუშაო ჯგუფს კოორდინაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე გაუწევს. ჯგუფში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები და საზოგადოების აქტიური წევრები იქნებიან გაერთიანებული. ახლა საჭიროა ლოზუნგებისგან და პოპულიზმისგან დაცლილი, ფრთხილი და ზუსტი მუშაობა.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ დღეს, 19:00 საათზე, წიგნის საახალწლო ფესტივალზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად იკრიბებიან მწერლები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, ასევე სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოები, ასევე სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლები და ეთნიკური უმცირესობები”,- ამბობს თათა გაფრინდაშვილი.