ტელეკომპანიების, „კავკასიასა“ და „ტვ პირველის“, დირექტორები ფინანსთა მინისტრს ხვდებიან

ტელეკომპანია „კავკასიასა“ და „ტვ პირველის“ დირექტორები ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს ხვდებიან. ირკვევა, რომ მათ მინისტრთან კომპანიის საბანკო ანგარიშებზე დადებულ ინკასოს საკითხზე უნდა ისაუბრონ.

„რას უნდა უკავშირდებოდეს, როდესაც ივანიშვილის კუთვნილ ტელევიზიებს 55 მილიონს არ სთხოვენ და ნინო ჯანგირაშვილის საცოდავ ტელევიზიას 24-ათას ლარზე ინკასოს ადებენ, სასწრაფოდ გადაიხადეო? რას უნდა უკავშირდებოდეს თქვენი აზრით? უკავშირდება, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ სიმპატია – ანტიპატიებს,“- თქვა ტელეკომპანია “კავკასიის“ დირექტორმა.