გორში დაკარგული მოზარდი იპოვეს

სამართალდამცავებმა გორში დაკარგული გოგონა იპოვეს. ირკვევა, რომ გოგონა თავს კარგად გრძნობს.
ცნობისთვის, გოგონა გორში მოქმედი მცირე საოჯახო სახლის ბენეფიციარია და ის 22 დეკემბერს გაუჩინარდა. თავდაპირველად გოგონას ახლობლებთან დაიწყეს მისი ძებნა, შემდეგ კი სამართალდამცავებს მიმართეს.