ალმაათთან ავიაკატასტროფას 9 ადამიანი ემსხვერპლა

Bek Air-ის კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ყაზახურ ავიაკომპანიას ეკუთვნის, ალმაათთან კატასტროფა განიცადა. მასში 95 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იყო.
ირკვევა, რომ სულ ცოტა, დაღუპულია 9 ადამიანი.
ცნობისთვის, თვითმფრინავმა, რომელიც ნურ-სულთანში მიფრინავდა, აფრენისას სიმაღლე დაკარგა და შენობას შეეჯახა.