70 წლის გინესის რეკორდსმენი

ამერიკელმა მოკრივემ, ალბერტ ჰიუზიმ, რომელიც 70 წლის ასაკში რინგზე დაბრუნდა, გამარჯვება მოიპოვა. მან უფროსი პროფესიონალი მოკრივეს წოდება მიიღო და გინესის წიგნში შევიდა.
ჰიუზიმ 43 წლის მეტოქე დაამარცხა, ის მეორე რაუდნში ნოკაუტში ჩააგდო.
მან ჟურნალისტებთან უბედურ შემთხვევაზე ისაუბრა რამაც ის რინგზე დააბრუნა.
“ტრაგედიის შემდეგ საკუთარ თავს დავპირდი, რომ რინგს დავუბრუნდები და რეკორდს მის გამო დავამყარებდი” – აღნიშნა მან. ცნობისთვის, მოკრივეს შვილი გარდაეცვალა.