27-29 დეკემბერს წიგნების სახელმწიფო ფესტივალი 2019 გაიმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 27-29 დეკემბერს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნების სახელმწიფო ფესტივალი 2019 გაიმართება.
ცნობისთვის, სამი დღის განმავლობაში, 11:00-დან 20:00 საათამდე, წიგნის მოყვარულებს საშუალება ექნებათ ფასდაკლებით შეიძინონ ძველი და ახალი გამოცემები, დაესწრონ ახალი წიგნებისა თუ თარგმანების პრეზენტაციებს და მოისმინონ აქტუალურ თემებზე საჯარო ლექციები.
ფესტივალი უკვე 6 წელია იმართება და ყოველ წლიურად ვიზიტორები ემატება.
ფესტივალი სკოლანია – „ახალი წელი ახალი წიგნებით!“