სირიიდან წამოსული ლტოლვილების ნავი ჩაიძირა და 7 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან და ავღანეთიდან გადმომყვანი ნავი თურქეთის აღმოსავლეთით, ვანის ტბაში ჩაიძირა. დაიღუპა 7 ადამიანი, გადარჩა 64.
ცნობისთვის, ვანის ტბა სირიასთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ ამ გზით ხშირად სარგებლობენ ემიგრანტები, რათა თურქეთიდან ევროპაში მოხვდნენ.
შეგახსენებთ, თურქეთში ამ ეტაპზე დაახლოებით 4 მილიონი ლტოლვილია. ერდოღანის თქმით, თურქეთი დამატებით ლტოლვილებს ვეღარ გაუძლებს.