სირიაში რუსულმა სამხედო პოლიციამ ყოფილ ამერიკულ ბაზაზე კონტროლი აიღო

რუსული მედია იტყობინება, რომ სირიაში, იქ, სადაც ადრე ამერიკის სამხედრო ბაზა იყო, რუსული სამხედრო ძალა განთავსდა. რუსულმა ტელეარხმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც კარგად ჩანს რუსული ტექნიკის გადაადგილება ამ ტერიტორიაზე.
კადრჩი ასევე, რუსული დროშის აღმართვის სცენაც ჩანს და განაცხადეს, რომ „ჯერ კიდევ რამდენიმე დღით ადრე, აქ ამერიკელი სამხედროები იყვნენ“.