ირანში მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან

ირანში მორიგ მასშტაბურ საპროტესტო ტალღას ელიან. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ ხელისუფლებამ დიდ პროვინციებში ინტერნეტი გათიშა. ცნობისთვის, ინტერნეტზე წვდომა შეიძლება მთელი ქვეყნის მასტაბით შეიზღუდოს.
შეგახსნებთ, გასულ თვეს ირანში მასტაბური აქცია იყო. აქციის დარბევისას ასობით მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა. ირანის ხელისუფლება ამაში „უცხო ქვეყნის ძალებს“ ადანაშაულებს.