ელენე ხოშტერია „კავკასიისა“ და „ტვ პირველის“ გვერდითაა

ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, აცხადებს, რომ ის, საკუთარ ნაცისტურ პარტიასთან ერთად ,,კავკასიის” და ,,ტვ პირველის” გვერდითაა, რადგან, თითქოს, ეს თავისუფალი მედიის პრობლემაა.
„ეს არის დემოკრატიის მოხრჩობის კიდევ ერთი გამოვლინება, როდესაც ამ დავალიანებებით ცდილობენ დახურონ „კავკასია“ და მოახრჩონ „ტვ პირველი“. ეს არის რუსული მეთოდები – არაერთხელ გვინახავს, როდესაც რუსეთში სხვადასხვა გზით აჩერებენ კრიტიკულ ტელევიზიებს, რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში ჩვენ ,,კავკასიის” და ,,ტვ პირველის” გვერდით ვართ ბოლომდე იმიტომ, რომ ეს არ არის ცალკე ამ ტელეკომპანიების პრობლემა, ეს არის ზოგადად თავისუფალი მედიის პრობლემა. ამ საკითხებზე ჩვენ საუბარი გვქონდა აშშ-შიც, მათ კარგად ესმით როგორ მიდის ზეწოლა მედიაზე, ეს უნდა გახდეს ძალიან სერიოზული საგანი „ქართულ ოცნებაზე“ საერთაშორისო ზეწოლის,“ – განაცხადა ხოშტერიამ.
შეგახსენებთ, ტელეკომპანიებს, „რუსთავი 2-ს“, „ტვ პირველს“ და „კავკასიას“ საბანკო ანგარიშებს ინსკასო დაედო.