გრიპის ვირუსის მოძლავრების გამო საავადმყოფოები გადატვირთულია

გრიპის ვირუსის სიმძლავრის გამო, კლინიკების ნაწილში გადატვირთული მდგომარეობაა.
ამაზე საუბრობენ კლინიკებში, მათ შორის, იაშვილის ბავშვთა ცენტრალურის საავადმყოფოც იგივე პორობლემის წინაშე დადგა.
იაშვილის კლინიკაში განაცხადეს, რომ გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე განყოფილება გაათავისუფლეს, სადაც პაციენტებს იღებენ.
„კლინკა გადატვირთულია. პაციენტების საკმაოდ დიდი რაოდენობით შემოდინება ფიქსირდება, მაგრამ გამოვათავისუფლეთ რამდენიმე განყოფილება და ამ გამოთავისუფლებული ადგილების ხარჯზე პაციენტების მიღების პრობლემა არ გვაქვს. მობილიზებულია გადაუდებელი დახმარება. ასევე, რესპირაციული განყოფილება სრულად არის დატვირთული. ვირუსიანი ბავშვები არსად არ მიდიან, რჩებიან სტაციონარში“, – ამბობენ კლინიკაში.
ცნობისთვის, მონაცემები, თუ რამდენი ბავშვია კლინიკაში და რამდენი ადგილია დარჩენილი, ყოველ საათში იცვლება.