რუსეთი ნატო-ს სასაზღვრო ზოლთან ახლოს წვრთნების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ალექსანდრე გრუშკომ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნატო-ს მოუწოდა, რომ რუსეთის საზღვრებთან ახლოს სამხედრო წვრთნებზე უარი თქვას.
მან განაცხადა, რომ ყველაზე მეტად ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონები ადარდებს. მან დასძინა, რომ ნატო საერთოდ არ რეაგირებს ამ წინადადებაზე, რაც „სრულიაც აუხსნელია“.
„ეს ჩვენთვის სრულიად აუხსნელია, როცა თავად ალიანსი საუბრობს დეესკალაციის მნიშვნელობაზე“,- თქვა გრუშკომ.