რკონის და ატენის ხეობაში ხანძარს კვლავ ებრძვიან

ატენის ხეობაში ცეცხლის ჩაქრობას კვლავ ცდილობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ სამუშაოები დილიდან განახლდა და ხანძრის ქრობის პროცესში ცოცხალი ძალა, 60 მეხანძრე-მაშველია ჩართული.
ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებები რკონის ხეობაშიც მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია ვერტმფრენი და 100-მდე მეხანძრე-მაშველი.
რაც შეეხება სამეგრელოს, მეხანძრეები ამბობენ, რომ ხაძარსაწინააღმდეგო სამუშაოები სოფელ ფახულანში მიმდინარეობს, მოსახლეობას კი საფრთხე არ ემუქრება. ხანძარი გაჩნდა, ასევე სოფელ ნაწულუკუშიც, თუმცა ის მალევე ჩააქრეს. ასევე ჩააქრეს ზედა ეწერში გაჩენილი ხანძარში.