საქართველოში 2083 სკოლიდან მხოლოდ 103 ფსიქოლოგი ჰყავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დაცულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქართველოში არსებული 2083 სკოლიდან ფსიქოლოგი მხოლოდ 103-ს ჰყავს. სკოლებში სულ 107 ფსიქოლოგი აღირიცხა, რომელთაგან 34 შტატშია, ხოლო 73 უშტატო თანამშრომელია.
ფსოქოლოგები გვხვდებიან თბილისის, იმერეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საჯარო სკოლების ნაწილში.
ცნობისთვის, მოქმედი კანონის მიხედვით, სკოლებში შტატიანი ფსიქოლოგის ყოფნა დამოკიდებულია დაწესებულების მოთხოვნაზე, იმაზე, სჭირდებათ თუ არა მოსწავლეებს იგი. მათი ანაზღაურება საათობრივია და შეადგენს 12 ლარს საათში.

მსგავსი სტატიები