ნორვეგიის პრინცესის ყოფილმა მეუღლემ თავი მოიკლა

ნორვეგიის პრინცესის, მარტა ლუიზას ყოფილმა მეუღლემ, მწერალმა და მხატვარმა არი ბენმა სიცოცხლე 47 წლის ასაკში სუიციდით დაასრულა. ინფორმაციას ტელეკომპანია BBC ავრცელებს.

მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვეს მეფე ჰერალდმა და დედოფალმა სონიამ. ოჯახს პრემიერმა ერნა სოლბერგმაც მიუსამძიმრა.

2016 წელს ნორვეგიის პრინცესა მარტა ლუიზა და არი ბენი 14 თვიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ. მათ სამი ქალიშვილი ჰყავთ.