ფინანსთა სამინისტრომ TV პირველის, კავკასიისა და რუსთავი 2-ის ანგარიშებს ინკასო დაადო

ფინანსთა სამინისტრომ სამ დელეკომპანიას ინკასო დაადო, შესაბამისად ტელევიზიებს ფინანსური ოპერაციები შეეზღუდათ.

სამინისტროში არ აცხადებენ კონკრეტულად რომელ არხებს დაადეს ინკასო, თუმცა TV პირველის, კავკასიისა და რუსთავი 2-ის წარმომადგენელები ინფორმაციას ადასტურებენ.

„მადლობა მთავრობას. ეს პრაქტიკულად ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს, რადგან ორგანიზაცია ვერ შეძლებს ვერანაირი ოპერაციის განხორციელებას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ტელევიზიებს – იმედს, რუსთავს და მაესტროს ბიუჯეტის 55 მილიონი მართებთ და არავინ აპირებს ამის გამო ტელევიზია გაუჩეროს. საჭიროც აღარ არის მგონი რამის თქმა. ყველაფერი ისედაც გასაგებია“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი“, – წერს სოციალურ ქსელში „კავკასიის“ გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი.