ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველმა, აკბარ ველაიატიმ თქვა, რომ ისრაელი პასუხს აგებს თავდასხმებზე.
„ისრაელს უკვე აქვს მწარე გამოცდილება: ლიბანში თითოეული განხორციელებული საჰაერო დარტყმისთვის მათ პასუხი მიიღეს. იგივეს მიიღებს სირიაში განხორციელებული მოქმედებებისთვის“, – აღნიშნა ველაიატიმ.