დიმიტრი პესკოვი ბელორუსის პრეზიდენტს პასუხობს

დიმიტრი პესკოვი ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუშენკოს განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთისა და ბელორუსის გზები იყოფა.

„მოლაპარაკებები, რომლებიც ერთი თვის წინ სოჭში და მოლაპარაკებები, რომლებიც სანკტ-პეტერბურგში რამდენიმე დღის წინ გაიმართა, ჩვენი აზრით, საპირისპიროს მიანიშნებს”, – თქვა პესკოვმა.

მან თქვა, რომ ორმა ქვეყანამ ტიტანური შრომა ჩადეს ორი ქვეყნის ინტეგრაციისთვის.
„ნათელია, რომ კონტაქტი გაგრძელდება. ინტეგრაციის დონე ისე მაღალია ქვეყნებს შორის და ისინი ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, რომ შესაძლოა, გარკვეული პრობლემები იყოს, მაგრამ მთლიან სურათს ეს ვერ გააფუჭებს“, – თქვა მან.