„ჩვენი ერი ღვთისაგან დაჯილდოებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ“ – ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, თქვა, რომ „ჩვენი ერი ღვთისაგან დაჯილდოებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ“.
მან ასევე, მოსახლეობას, მადლობა გადაუხადა.

„დღეს ნამდვილად არის ისტორიული დღე, ეს არის ღვთის დიდი წყალობა, ღვთის მადლი, რომელიც მოგვფინა ჩვენ ყველას. მადლობელი ვარ ღვთისა და ჩვენი ერისა, რომ მომეცა საშუალება შემესრულებინა ეს საქმე, ჩვენი ერი ღვთისაგან დაჯილდოებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ. სიყვარულზე სიძულვილით არ უნდა ვუპასუხოთ. მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის. დალოცვილი იყავით “,- ბრძანა უწმინდესმა.