„ნაციონალურ მოძრაობას“ და მის დანაყოფებს შავ სიაში ვყავართ – იუსტიციის მინისტრი

თეა წულუკიანმა, იუსტიციის მინისტრმა, განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის დანაყოფებს შავ სიაში ვყავართ ყველა, ვინც მათთან არგუმენტირებულად იბრძვის”.

„მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი სერიოზულ კომენტარს ჩემი მხრიდან არ საჭიროებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის დანაყოფებს, რა თქმა უნდა, შავ სიაში ვყავართ ყველა, ვინც მათთან არგუმენტირებულად იბრძვის და ვინც ისინი დაამარცხა 2012 წელს. ალბათ კიდევ მეორე შავ სიას გააკეთებენ მათთვის, ვინც კიდევ დავამარცხებთ 2020 წელს. ამიტომ მოამზადონ ფურცელი და კალამი, ბევრი შავი სიის დაწერა მოუწევთ გაისადაც“, – აცხადებს წულუკიანი.

ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლთა სიას 8 იანვარს გამოაქვეყნებენ.