გაზის ტარიფი არ გაიზრდება – სემეკ-ი

სემეკ-მა განაცხადა, რომ გაზის ტარიფი უცვლელი რჩება.

ნარმანიამ თქვა, რომ 3 წლის განმავლობაში გაზის ტარიფი არ გაიზრდება.

“სხვადასხვა პარამეტრებზე დაყრდნობით, დღეს ბუნებრივი აირის ტარიფები დავადგინეთ. დედაქალაქში ბუნებრივი აირის ტარიფი დარჩა უცვლელი. თუ ადრე ტარიფები მხოლოდ ერთი წლით დგინდებოდა, დღეს პირველად დავადგინეთ სამი წლით, ასე რომ, დედაქალაქის მოსახლეობას შეუძლია მომდევნო სამი წლის განმავლობაში იყოს მშვიდად, რადგან მომდევნო სამი წელი ტარიფების ზრდა არ მოხდება,” – თქვა სემეკ-ის თავმჯდომარემ.