ატენის ხეობაში ცეცხლის ლოკალიზებისთვის თავდაცვის სამინისტრო ჩაერთო

ატენის ხეობაში გაჩენილი ცეცხლის ლიკვიდაციისთვის, საქმეში თავდაცვის სამინისტროც ჩაერთო.

მუხლუხოიანი ტექნიკა, რომელიც უწყებას ეკუთვნის, ცეცხლის კერებამდე მისვლის საშუალებებს იძლევა.

კერამდე მისვლას ხელს რთული რელიეფი უშლის, ამიტომ ძირითად სამსახურს ცოცხალი ძალა უზრუნველყოფს.

იდენტიფიცირებულია ყველაზე რთული ლოკაციები, რომლებზეც ცეცხლია გავრცელებული, ახლა კი მათ ლიკვიდაციას ცდილობენ.