ცოტნე გამსახურდია შესაძლოა უცხოეთის კლინიკაში გადაიყვანონ

ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ განაცხადა, რომ ოჯახს მისი უცხოეთში გადაყვანა სურს.
ცნობისთვის, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმე რჩება.

„ჩვენ არ გვინდა, რომ არ ვიყოთ მომზადებულები რაიმე შესაძლო გართულებისთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ, განვიხილოთ საკითხი მისი უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით. ოპერაციები ჩატარდა არაჩვეულებრივად, ასევე კარგად უტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. ჯერ ეს გადაწყვეტილი არ არის. ეს არის ჩვენი სურვილი და გეგმა, რომელიც, ალბათ, უახლოეს ორ- სამ დღეში უკვე ცნობილი გახდება. ტრანსპორტირება შესაძლებელია, თუმცა ეს 2-3 დღე სჯობს, რომ არ მოხდეს“, – განაცხადა ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ.

მან ასევე განაცხადა, რომ გამოძიებას მასში ეჭვის შეტანის საფუძველი ოჯახისთვის არ მიუციათ.

„ჯერჯერობით გამოძიებას არ მოუცია ჩვენთვის საფუძველი, რომ მასში ეჭვი შევიტანოთ. რა თქმა უნდა, გასაკეთებელი ძალიან ბევრია და მე იმედი მაქვს, რომ ეს გასაკეთებელი გაკეთდება. მე ვფიქრობ, რომ უნდა გაიზარდოს ბრალდებულთა რაოდენობა იმიტომ, რომ ჩვენც, გამოძიებამაც, მეზობლებმაც, დამსწრეებმაც, ყველამ იცის, რომ იქ ორი და სამი კაცი არ ტრიალებდა,“ – აცხადებს ანა ჯაბაური.