დღეს, კათოლიკური ეკლესია შობას აღნიშნავს

რომის პაპმა, ქრისტეშობის სადღესასწაულთან დაკავშირებით, მესა აღავლინა ვატიკანში. პაპმა ღვთისმსახურება ტრადიციულად წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ჩაატარა.

მან საკუთარ სიტყვაში იმ კატასტროფეფზე ისაუბრა, რომლითაც მოცულის სამყარო.
პაპმა დასძინა, რომ დღესასწაული გვახსენებს, რომ „ღმერთს ყველა ადამიანი თანაბრად უყვარს, ისინიც კი, ვინც ყველაზე მეტს აშავებს.“

„შობა შეგვახსენებს, რომ ღმერთს ყველა თანაბრად უყვარს, ყველაზე უარესებიც კი. მინდა, მივმართო ყველას – მიყვარხართ. ღმერთს მხოლოდ იმიტომ არ უყვარხართ, რომ თქვენ სწორად იქცევით, მანდ თქვენ უპირობოდ უყვარხართ და ეს სიყვარული თქვენზე საერთოდ არ არის დამოკიდებული. შეიძლება მცდარი იდეები გქონდეთ და არეული იყოთ, მაგრამ ღმერთს მაინც უყვარხართ. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ ღმერთი კარგად გვექცევა ჩვენი კარგი საქციელის გამო და ცუდის გამო გვსჯის, ასე არ არის. რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში, რაც არ უნდა არასწორი მოხდეს თუნდაც ეკლესიაში, გახსოვდეთ, რომ ღმერთს უყვარხართ და შეცდომები არ უნდა იყოს მიზეზი, რომ ღმერთს სიყვარულზე უარი უთხრა“, – განაცხადა რომის პაპმა.