ბელორუსი რუსეთს მის შემადგონლობაში შესვლას სთავაზობს

ალექსანდრე ლუკაშენკომ, ბელორუსის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა შესთავაზა.

„ძალიან მარტივი ვარიანტია, რომელსაც რუსეთშიც და ბელარუსშიც მიიღებენ. თქვენ შემოგვიერთდებით ბელარუსში. რა, წინააღმდეგი იქნებიან რუსები? არა. ბელარუსები, ისინი ვინც ახლა ასე გაბრაზებულები არიან? – არა“,- თქვა ლუკაშენკომ.

„თქვენ ზოგიერთები, რომლებიც გვეპატიჟებით რუსეთის შემადგენლობაში, რატომ არ განიხილავთ ამ ვარიანტს?“, – დასძინა მან ხუმრობით.

ცნობისთვის, მედია უკვე დიდი ხანია საუბრპბს ბელარუსისა და რუსეთის ე.წ. ინტეგრაციის შესახებ.