ატენის ხეობაშ ცეცხლის ლოკალიზებისთვის ვერტმფრენები ჩაერთო

ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ, მეხანძრეების დღე-ღამის განმავლობაში წყვეტად მუშაობდნენ.

აცხადებენ, რომ ცეცხლის გავრცელების არეალის მონიტორინგი, დრონის მეშვეობით ხორციელდება.

პრობლემის აღმოსაფხვრელად, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთვება, ასევე გაიზრდება მეხანძრეთა რაოდენობა 200-მდე.

“ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა, მუშაობს იმისთვის, რომ არ მოხდეს ცეცხლის გავრცელება. ეწყობა სამუშაო შტაბი, სადაც მთელი ღამის განმავლობაში დავრჩებით და დავგეგმავთ ღონისძიებებს. გათენებისთანავე, პროცესში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა“, – განაცხადა შშს-ს მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ.