დღეს, პატრიარქის აღსაყრდრებიდან 42 წელი გავიდა

დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შესრულდება.

ცნობისთვის, პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდა და სწორედ ამის შემდეგ ეწოდა მას ილია მეორე.

პატრიარქის აღსაყდრებისასა 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო, ახლა კი სულ 46 ეპარქია, 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია.