საქართველოში ადამიანები მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ სიცოცხლეს რისკავენ – The Guardian

The Guardian-მა დაწერა, რომ საქართველოში ადამიანები მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ სიცოცხლეს რისკავენ, რათა სხვებს საშობაო ნაძვის ხეები ჰქონდეთ. სწეორეს, ეს ფიჭვის ხეები დიდი პოპულარობით სარგებლობენ ევროპაში. “უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ როცა უცხოელი იმპორტიორები დიდ მოგებას ნახულობენ, მთამსვლელები საფრთხეს უქმნიან საკუთარ სიცოცხლეს მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ” – ნათქვამია განცხადებაში.

გამოცემამ აღნიშნა, რომ მთამსვლელ რამაზ ჭელიშვილს სჭირდება რამდენიმე წამი ხის წვერამდე მისაღწევად. შემდეგ, ფიჭვის გირჩები მიწაზე ეცემა. ყველა გირჩის ჩამოვარდნის შემდეგ კი ჭეიშვილი უკან ბრუნდება.

მან თქვა, რომ როცა ხეზეა არაფერზე ფიქროს, მხოლოდ კონცენტრირებულია ერთ რამეზე, რადგან შეიძლება წონასწორობა დაკარგონ.

დანიელი იმოირტიორები აცხადებენ, რომ ქართულ ფიჭვზე მოთხოვნა დიდია.
„ქართულ ფიჭვი ხასხასა მწავნე ფერით და სავსე ტოტებით გამოირჩევა სხვა ნაძვის ხის ჯიშებისგან. ამ ხეს აქვს ლამაზი ფორმები და წიწვი არ ცვივა“, – თქვა დანიელმა იმპორტიორმა.

მან თქვა, რომ ის საქართველოს ყოველ წელს სტუმრობს და ქართული ფიჭვის თესლი ევროპაში მიაქვს. სულ კონტინენტზე 150 მილიონი საშობაო ნაძვის ხე იყიდება, მის ერთი მესამედი კი სწორედ ქართული ფიჭვის ჯიშებიდან გაზრდილი ნაძვებია.

ქართველი მთამსვლელები აცხადებენ, რომ სეზონზე მათი ხელფასი 1 000 – 2 000 ლარს შორის მერყეობს. რაც, დაახლოებით 260 – 524 ფუნტი სტერლინგია.

„ეს მაშინ როცა უცხოური კომპანიები დიდ მოგებას ნახულობენ, ხოლო ჩვენ ხურდებს გვაძლევენ“ – თქვა მთამსვლელმა.