მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები უსაქმურობას აქციებით იკმაყოფილებენ

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან „შეცვალეს“ დაუღალავმა აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ ის „ტროლებისა“ „ბოტების“ საწინააღმდეგოდ გამართეს.

„ბოლო 2 დღის აქტუალური თემაა, რომ “facebook”-მა ყველანაირი „ბოტი“ დაუბლოკა ხელისუფლებას, რომელსაც ხელმძღვანელობდა ე.წ. სარეკლამო ჯგუფი “პანდა”. ჩვენ მათ სათამაშო პანდა მოვუტანეთ საჩუქრად, რადგან მათ არანაირი „ბოტი“ და ჯგუფი სოციალურ ქსელში აღარ დარჩათ, შეუძლიათ ამ სათამაშო პანდას ჩაეხუტონ და რაღაც დონეზე საკუთარი თავი დაიმშვიდონ, რომ თითქოსდა ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის“, – თქვა უსაქმურმა „შეცვალეს“ ერთ-ერთმა წევრმა.