The Washington Times – „საქართველო გზაჯვარდინზე“

ამერიკულმა გამოცემამ, The Washington Times, გამოაქვეყნა ვრცელი სტატია საქართველოსა და მისი მნიშვნელობის შესახება. სტატიაში, სახელად „საქართველო გზაჯვარდინზე“ წერია, რომ საქართველო წარმოადგენს საყრდენს დასავლურ საყრდენს.

ასევე, აღინიშნა, რომ შტატების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა ურყევია.

„კასპიის, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის აუზების დაკავშირებით, საქართველოს შავი ზღვის პორტები წარმოადგენს სასიცოცხლო სატრანსპორტო კავშირს ევრაზიასა და ატლანტიკურ სივრცეს შორის. საქართველო კასპიის ზღვის რეგიონიდან დასავლეთისკენ მიმავალი ენერგიის ნაკადების ხაზზე მდებარეობს. ახალი აბრეშუმის გზის და აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო დერეფნების ცენტრში მისი პოზიციის შედეგად, საქართველო დიდი ძალების კონკურენციის ფოკუსი გახდა“, – აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემაში ნათქვამია, რომ საქართელო აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე პროამერიკულია. აღსანიშნავია, რომ დაფიქსირებული 1 თვის წინანდელი შემთხვევა, როდესაც მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო დაპირებული საარჩევნო სისტემის შემოღება.

„ევროპის მრავალი ქვეყნისგან განსხვავებით, მისი მოსახლეობის თითქმის 90 პროცენტი შეერთებულ შტატებს მეგობრად უწოდებს. 70 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციას. ავღანეთში მყოფი ყველა ჩვენი კოალიციური პარტნიორიდან, საქართველომ ყველაზე მეტი მსხვერპლი განიცადა და დღეს იქ რჩება ყველაზე დიდი განლაგებით, თავისი სამხედრო წარმომადგენლობის კუთხით. საქართველოს ლიდერები აგრძელებენ პოზიტიურ გზას წინ. „ჰერითეიჯ ფაუნდეიშენის“ ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიური ინდექსის თანახმად, 1996 წლის 124-ე ადგილიდან, საქართველო 2018 წელს მე-16 ადგილზე გადავიდა. 2015-2018 წლებში, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ ოთხი პროცენტით გაიზარდა და მშპ-ს რეალური ზრდა სავარაუდოდ ხუთ პროცენტამდე მიაღწევს 2019 წელს. ზრდაზე ორიენტირებულმა პოლიტიკებმა, შორს მიმავალი კაპიტალის ბაზრის რეფორმებმა და საგადასახადო სტიმულებმა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წამოიწყო, მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციები მიიზიდა“, – წერია სტატიაში.

ასევე საუბარია 2020 წლის არჩევნებზე და აღნიშნულია, რომ მთავრობას მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოწვევები ექნება.

„რუსული ძალები და მისი მარიონეტები აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას. რუსული ტურიზმი საქართველოს მშპ-ის თითქმის რვა პროცენტს შეადგენს და რუსეთი საქართველოსთვის გზავნილების მეორე უმსხვილესი წყაროა. ქართველი აქტორები, რომლებიც ცდილობენ შეაფერხონ ერის დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება და ხელს უწყობენ არასტაბილურობას, რუსეთს უფრო მეტი ჩარევის შესაძლებლობას აძლევენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ პოლიტიკურმა აქტორებმა გაითვალისწინონ სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება, რომ ყველა მხარე დაბრუნდეს პოლიტიკურ პროცესში და თავიდან აიცილოს ძალადობრივი დემონსტრაციები. თავისი მომავალი გეგმების შედგენისას, ქართველებს შეუძლიათ, დარწმუნებული იყვნენ, როგორც მინიმუმ ერთ მუდმივაში: აშშ-ის ძლიერ და უცვლელ მხარდაჭერაში. 23 ოქტომბერს, წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონი „საქართველოს დახმარების შესახებ“, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისადმი, ცნობს მის ერთგულებას დემოკრატიული ფასეულობების მიმართ და ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესიას. ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისა და ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველის, ჯონ ბოლტონის თბილისში ვიზიტების გარდა, პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა კანონმდებლობას, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოცხადდეს და კრძალავს ფინანსურ მხარდაჭერას ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც ცნობს მათ დამოუკიდებლობას“, – აღნიშნულია გამოცემაში.