„ტროლი“ და „ბოტი“ ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ – კახა კალაძე

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ყველაზე მეტი „ტროლი“ და „ბოტი“ ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი შენაერთები“ არიან.

მან დასძინა, რომ საკუთარი აზრის გამოხატვა ყველა მოქალაქეს ინდივიდუალურად შეუძლია.

„რისი გამოძიება უნდა დაიწყოს. „ფეისბუკი“ არის თავისუფალი სივრცე, ცენზურას ვუწესებთ „ფეისბუკს“? ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი შეხედულება ამ თუ იმ თუ ფორმით. „ფეისბუკი“ არის თავისუფალი სივრცე და ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც მისი დანაყოფები ვერ შეზღუდავს მას,“ – აცხადებს კალაძე.