დონალდ ტრამპი დონ კიხოტობს

ამერიკის ლიდერი კვლავ ქარის ელექტროსადგურებს ებრძვის. მისი განცხადებით, ისინი ჩიტების სასაფლაოს იწვევენ.

„როგორც იცით, მე ქარის ელექტროსადგურებს კარგაც ვიცნობ. იმაზე უკეთ შევისწავლე ვიდრე სხვა ნებისმიერმა… ისინი ხმაურს იწვევს. გინდათ ნახოთ ჩიტების სასაფლაო? უბრალოდ წადით, შეხედეთ. მიდით და გაიარეთ ქარის ელექტროსადგურების ქვეშ. იმაზე მეტ ჩიტს ნახავთ, ვიდრე მთელი ცხოვრების მანძილზე გინახავთ. ისინი მამაც არწივებს კლავენ. შენ რომ მოკლა არწივი, 10 წლით დაგაპატიმრებენ“, – თქვა ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას.

მან ასევე დასძინა, რომ ქარის ელექტროსადგურების წარმოების პროცესი, რომელიც რამდენიმე ქვეანაში მიმდინარეობს პთელს პლანეტას აბინძურებს.

„ისინი ძალიან ძვირია. იწარმოება ძირითადად გერმანიაში და ჩინეთში-აქ ძალიან ცოტა, თითქმის არც ერთი. მათი წარმოებისას იქმნება გამონაბოლქვი. აირები ატმოსფეროში იფრქვევა“, – თქვა ტრამპმა.