შსს-ს თანამშრომლებმა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ძებნილი დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა ქუთაისში პირი დააკავეს, რომელიც მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა.

უწყების ინფორმაციით ირკვევა, რომ დაკავებულია 50 წლის, მრავალჯერ ნასამართლევი მ.ზ.

მას 2018 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, დაუსწრებლად წარედგინა ბრალი.

ცნობისთვის, მან სასაფლაოზე ურთიერთშელაპარაკებისას „ტტ-ს“სისტემის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და მოკლე 1974 წელს დაბადებული გ.ს.

მისჯილი მუხლი 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.