რა ოდენობის ციტრუსი გადის საქართველოდან ექსპორტზე?

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველ წელს 60 000 – 65 000 ტონა ციტრუსი მოდის. 24,000-28,000 ტონა კი საზღვარგარეთ გადის. წელს საქართველოს ბიუჯეტს, გაყიდული ციტრუსით, 7.8 მლნ დოლარი შეემატა, გაყიდული ციტრუსის ოდენობამ კი 21 000-ს ტონას მიაღწია.

გასულ წელს საქართველომ გაყიდული ციტრუსით 14.8 მლნ დოლარი შემოსავალი მიიღო.
ცნობისთვის, მანდარინი ყველაზე მეტად ექსპორტზე დეკემბრის თვეში გადის.

სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად ექსპორტირებული ციტრუსის ღირებულება დიდი ცვალებადობით გამოირჩევა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ექსპორტისა 2013 წელს იყო, როდესაც გაყიდული ციტრუსის ღირებულებამ 20.2 მლნ დოლარი შეადგინა.