კოკა ყანდიაშვილი „ფეისბუქის“ მიერ საქართველოში წაშლილი 39 ანგარიშისა, 344 გვერდის საკითხს ეხმაურება

„დღეს „ფეისბუქზე“ არის ასეთი სიტუაცია: თუ სააკაშვილის მომხრე არ ხარ, მაშინ შენ გწერენ, რომ ხარ „ტროლი“, – განაცხადა ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ის აუცილებლად შეებრძოლება „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას ხელისუფლებაში.

„როგორც გახსოვთ, დაახლოებით მარტი იყო, თვის დასაწყისი, თქვეს ჩვენს რედაქციაზე, რომ ეს ტროლების ქარხანააო. „ფეისბუქმა“ სულ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა, რომ კოკა ყანდიაშვილი არაფერ კავშირში არ არის ამ ამბავთან და დაასახელა სხვა კომპანია, რომელიც რაღაცით არის დაკავებული. ამის მერე მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი იყო, არ ვიცი, აწყობთ ალბათ, ან ჩემი სახელი მოსწონთ. პირადად მე, ვებრძოდი, ვებრძვი და მომავალშიც ყოველთვის შევებრძოლები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში“ დაბრუნების ამბავს. დღეს „ფეისბუქზე“ არის ასეთი სიტუაცია: თუ არ ხარ სააკაშვილის მომხრე, მაშინ შენ გწერენ, რომ ხარ „ტროლი“. აი, ამის წინააღმდეგი ვარ. ყველა ქვეყანაში, სადაც სოციალური ქსელები არის შესული, პრობლემა დგას იმის, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერი მდგომარეობის, შეუძლია შევიდეს და რაც უნდა დაწეროს. ჩვენთან სამწუხაროდ, გადანაშაულებენ“, – აცხადებს ჟურნალისტი.

მან ასევე დასძინა, რომ რუსული „ფეიკ ნიუსების“ პროპაგანდა ძალიან საშიშია, თუმცა ხელისუფლება, თუ ოპოზიციური მხარეები, სარგებლობენ ამით.

„როცა ტელევიზორში გაცხადდა, რომ კოკა ყანდიაშვილი არის „ტროლების“ ფაბრიკის დირექტორი, უბრალოდ შევეცადე გავრკვეულიყავი, რა არის ეს „ტროლი“ და რა არის „ბოტი“. გავერკვიე ამ ამბავში და ჩემთვის გასაგებია, მაგრამ მთლიანობაში რომ ვთქვათ, რომ ეს პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში, რაღაც სხვანაირად არის და სხვა ქვეყანაში სხვანაირად არის, ასე არ არის. ახალი ტექნოლოგია არის შემოსული და ამ ტექნოლოგიას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდა და „ფეიქ ნიუსები“ არის ძალიან საშიში და მე შემიძლია გითხრათ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, მათ შორის ხელისუფლება, ოპოზიცია, მათ შორის კერძო ბიზნესი, ყველა ძალიან კარგად სარგებლობს ამ საშუალებით, როგორიცაა „ფეიქ ნიუსი“, – აცხადებს ყანდიაშვილი.

მან თქვა, რომ „ფეისბუქის“ სახელით გავრცელებული ორი ტექსტი არსებობს, ერთი მათგანი ოფიციალურია, ხოლო მეორე ოპოზიციის მიერ დაქირავებული „ენჯეოების“.
„ფეისბუქის“ ოფიციალურ ტექსტში არაფერი წერია, ვის წინააღმდეგ მუშაობენ ეს გვერდები, ანტიდასავლური თუ ოპოზიციის წინააღმდეგ და ა.შ, მეორე, ოპოზიციის მიერ დაქირავებული „ენჯეოების“ ტექსტში კი უკვე წერია, რომ ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდა , რომელსაც ეწევა „პანდა“ და ეს არის ოპოზიციის წინააღმდეგ. ამიტომ ორ სხვადასხვა ტექსტზეა საუბარი“, – აცხადებს ყანდიაშვილი.