ქობულეთში უბედური შემთხვევა მოხდა. ავტოავარიის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანი იყო. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე არიან.
შემთხვევა ქობულეთ-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
ამჟამად ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.