ნიკა მელიას უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტს ნაცისტები საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიუციო სასამართლოს მიმართავს. ამის მიზეზი ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტაა.

საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალურმა მათხოვრებმა“ მოთხოვნით დღეს მიმართეს. მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას კი პოლიტიკური დევნის სარჩულს აწებებენ.

„პარლამენტის ეს დადგენილება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო სააპელაციო სასამართლოში ჯერ კიდევ არის ვადები და ის აუცილებლად იქნება გასაჩივრებული. ნიკა მელიას უფლებამოსილება უკანონოდ შეუწყვიტეს, ვინაიდან შესაძლებელი იყო, რომ სხვა ინსტანციებს განსხვავებული გადაწყვეტილება მიეღოთ. გარდა ამისა, ეს არის აშკარა პოლიტიკური დევნა და პარტიის ლიდერის განეიტრალება წინასაარჩევნოდ. ყველა დეპუტატი, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, სამარცხვინო სიაში იქნება შეტანილი საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში,” – აცხადებს რომან გოცირიძე.

ხინკალიტანია გოცირიძე, ასევე აცხადებს, რომ მოძალადეები და ზონდერები „ქართულ ოცნებაში“ არიან.

„შეუძლებელია, რომ არ დაამტკიცო დეპუტატის უფლებამოსილება. ასე უმრავლესობას შეუძლია, არჩევნების დამთავრებიდან პირველივე დღეს არ სცნოს ოპოზიციის უფლებამოსილება რაიმე მოტივით. ეს დიდი უაზრობა და სამართლებრივი ნონსესია. პარლამენტი ვალდებულია, ადგილმონაცვლე დაამტკიცოს.

კარლო კოპალიანი რაიკომის მდივნობაზე ოცნებობდა. მან 2 წელი რუსეთში ისწავლა და საქართველოში ჩამოსულს ქვეყანა დამოუკიდებელი, რაიკომები კი გაუქმებული დახვდა. ამ დეპუტატის განცხადების საპასუხოდ ვიტყვი, რომ ზონდერები და მოძალადეები არიან „ქართულ ოცნებაში“. ძალიან კარგად ვხედავთ ამ ზონდერების ნამუშევარს – თვალდათხრილ ადამიანებს, სისხლიან გარჩევებს და ოპოზიციაზე თავდასხმებს. არცერთი ეს ადამიანი არ არის დასჯილი. ასე, რომ ზონდერები საკუთარ გუნდში მოიკითხონ,“ – თქვა კუპონა გოცირიძე.