ქართველ „კრიმინალურ ავტორიტეტს“ საფრანგეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ქართველ „კრიმინალურ ავტორიტეტს“, კახა შუშანაშვილს, საფრანგეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

მას ბრალი ვლადიმერ ჯანაშვილის, რომელიც ასევე კრიმინალური ავტორიტეტია, მკვლელობაში დასდეს.

შუშანაშვილს კრიმინალურ საქმიანობაში ადანაშაულებენ ასევე ესპანეთშიც. ესპანურმა სასამართლომ მას 20 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამჯერად, შუშანაშვილი მარსელის ციხეშია.