„მთავარი პრობლემა დაზიანებული ცენტრალური ნერვული სისტემა თავის ტვინია” – ამერიკიდან მოწვეული ექიმი

ამერიკიდან მოწვეულმა ექიმმა, ზურაბ გურულმა, ცოტნე გამსახურდიაზე განაცხადა, რომ „ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რადგანაც ახალგაზრდა, ჯანმრთელი ორგანიზმია“.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ კლინიკური სიტუაციის მართვა დღეს ამ კლინიკაში საერთაშორისო სტანდარტებით მიმდინარეობს, ამიტომ მე არ ვთვლი, რომ ამ ეტაპზე პაციენტის ტრანსპორტირება საჭიროა. უკეთესი იქნება თუ სტაბილურობას ამ კლინიკაში შევინარჩუნებთ. გარკვეული სახის დადებითი ცვლილებები გვაქვს ჭრილობებთან მიმართებაში, თუნდაც ფილტვის ჭრილობის, ზოგადი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მთავარი პრობლემა დაზიანებული ცენტრალური ნერვული სისტემა თავის ტვინია, რამდენიმე დღეში უფრო ნათელი იქნება მდგომარეობა. ის პარამეტრები კლინიკური, რომლის შენარჩუნებაც საჭიროა იმისათვის, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური პირობები შეექმნას თავის ტვინის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, შექმნილია და მართვა კარგად მიმდინარეობს”, – განაცხადა ექიმმა.