საქართველოს მზიანი ამინდები ელოდება

სინოპტიკოსების განცხადებით, 23-24 დეკემბერს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 25-26 დეკემბერს მაღალი ტემპერატურის გამო კი, გარკვეულ რაიონებში მოსალოდნელია ნალექი.

„ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +23, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი“, – ნათქვამია განცხადებაში.