ზურა-გირჩი მორიგი შეურაცხყოფებით

„შმაქსისტები“ პატრულის გამოწერილ ჯარიმებს აპროტესტებენ. ამას მათი ლიდერი, ზურა-გირჩი ჯაფარიძე გამოეხმაურა და პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მისი განცხადებით, სამართალდამცავები „ჩვეულებრივი საბჭოთა „გაიშნიკებივით“ იქცევიან, შურისძიებითაა დაკავებული მთელი პოლიცია“.

„დაახლოებით ერთი თვის წინ, თბილისის საკრებულომ შეიტანა ცვლილება დადგენილებაში, სადაც წერია, რომ ნებისმიერი ნიშანი, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც ტაქსის აბრა, ექვემდებარება დაჯარიმებას. ნორმატიული აქტის გასაჩივრების ვადის გასვლისთანავე დაიწყეს ნადირობა „შმაქსისტებზე“ და დააჯარიმეს რანდენიმე ათეული ადამიანი, 200ლარის ოდენობით. ჩვეულებრივი საბჭოთა „გაიშნიკებივით“ იქცევიან, შურისძიებითაა დაკავებული მთელი პოლიცია. ჩვენ ვითხოვთ ამ ჯარიმების გაუქმებას, ასევე ვითხოვთ ვადას იანვრის ბოლომდე, რომ შევძლოთ ახალი აბრების დამზადება“, – აცხადებს გირჩი ჯაფარიძე.