ხორვატიაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზორან მილანოვიჩი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
ცნობისთვის, არჩევნების პირველი ტური გუშინ გაიმართა. მის მიხედვით, ზორან მილანოვიჩმა 29.57% მოიპოვა, ხოლო კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა 26.65%.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 5 იანვარს გაიმართება.