ემანუელ მაკრონი საპრეზიდენტო პენსიაზე უარს ამბობს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, განაცხადა, რომ უარს ამბობს საპრეზიდენტო პენსიაზე, როდესაც ის ელისეს სასახლეს დატოვებს.
ამ ინფორმაციას მაკრონის ადმინისტრაცია აცხადებს.

ცნობისთვის, 1955 წელს შემოღებული კანონის მიხედვით, პრეზიდენტს, თანამდებობის დატოვების შემდეგ, აქვს უფლება მიიღოს პენსია 6 200 ევროს ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ მაკრონი საფრანგეთის სატრანსპორტო გაერთიანებებს, საშობაო დღეებში, გაფიცვის შეწყვეტისკენ მოუწოდა. პროტესტი საპენსიო სისტემის რეფორმირებას მოჰყვა.
გაცნობებთ, რომ რეფორმა გულისხმობს საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზარდას. ასევე, სხვადასხვა თანამდებობის პირთათვის პრივილეგიების გაუქმებას.