სერგეი ლავროვი გერმანელი კოლეგის განცხადებამ „გააოცა“

სერგეი ლავროვი გერმანელი კოლეგის განცხადებაზე, რომელიც ნატო-ს შეეხებოდა, აცხადებს, რომ „გაკვირვებულია“.

„გულწრფელად გეუბნებით, განცხადება, რომელმაც დარტყმა მომაყენა, მოვისმინე არა ქვეყნიდან, რომელიც მენტალურად რუსეთის მიმართ სიძულვილზე და ისტორიულ ფობიებზეა დაფუძნებული, არამედ გერმანიიდან, ევროკავშირის ლიდერიდან,“- აცხადებს ლავროვი.

მან, ასევე დასძინა, რომ „ევროკავშირის ახალმა ხელისუფლებამ ევროპის კონტინენტზე პოლიტიკური და სამხედრო უსაფრთხოების შესახებ დიალოგის მიმართ თავიანთი დამოკიდებულება უნდა განსაზღვრონ, განსაკუთრებით კი რუსეთსა და იმ ქვეყნებთან დიალოგის მიმართ, რომლებიც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები არ არიან“.